საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღევანდელი მონაცემებით, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 369-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სულ 2227 შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.