საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღევანდელი მონაცემებით, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 369-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სულ 2227 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.