საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 888 შემთხვევა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი შვიდით გაიზარდა და ამჟამად 731-ს შეადგენს.
ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.