საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით, ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
თბილისში, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი და ფასეულობები“. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი ჰუსეინ ჰასანოვი. ელჩმა ჰეიდარ ალიევის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის მის მიერ გაწეულ უდიდეს საქმიანობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც.
„დღეს აზერბაიჯანელი ხალხი აღნიშნავს აზერბაიჯანელების ეროვნული ლიდერის 96 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჰეიდარ ალიევი იყო საქართველოს დიდი მეგობარი. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობა ეფუძნება საუკუნეებს, ბოლო წლებში ეს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდა. ამ ურთიერთობების განვითარებაში ჰეიდარ ალიევს უდიდესი წვლილი აქვს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.