საქართველოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.