საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოში.

ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.