საქართველოში ავსტრიის ელჩი - სვანეთი დასავლეთ ალპებს ჰგავს, მაგრამ 500 მეტრით მაღლაა
საქართველოში ავსტრიის ელჩი არად ბენკო სვანეთს დასავლეთ ალპებს ადარებს.
„ჰელისკიინგი საქართველოში! თუ გიყვართ გაუკვალავ თოვლში სრიალი, სასწაულებრივი სანახაობები და ხელუხლებელი ბუნება – წადით სვანეთში, რომელიც დასავლეთ ალპებს ჰყავს, მაგრამ 500 მეტრით მაღლაა. #უშბა“, – წერს ბენკო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ჰელისკიინგი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს მთაზე ვერტმფრენით მოხვედრას და გაუკვალავ თოვლში სრიალს სთავაზობს. აღნიშნული სერვისი საქართველოს რამდენიმე კურორტზე არის ხელმისაწვდომი.