საქართველოში ავსტრიის ელჩი - ვხედავ ავსტრიული კომპანიების ინტერესის აშკარა ზრდას, რომლებსაც სურთ, საქართველოში ბიზნესი აკეთონ
ვხედავ ავსტრიული კომპანიების ინტერესის აშკარა ზრდას, რომლებსაც სურთ, საქართველოში ბიზნესი აკეთონ, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ავსტრიელი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი შენარჩუნდეს, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა უნდა იყოს.
„აქ უკვე ორწელიწადნახევარია, რაც ვსაქმიანობ და ვხედავ ავსტრიული კომპანიების ინტერესის აშკარა ზრდას, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნესი აკეთონ. ვისურვებდი, ეს ინტერესი შენარჩუნებულიყოს. ეს კი, მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ქვეყანაში იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო სექტორი კარგად იმუშავებს და იქნება ნდობის განცდა, რომ შენი ინვესტირება წარმატებული იქნება. ამიტომ, ყველაფერი, რაც არღვევს საინვესტიციო კლიმატს, რა თქმა უნდა, ზიანის მომტანია,” – განაცხადა არად ბენკომ.