საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 896 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 741 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 896 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დრომდე ქვეყანაში ოფიციალურად კორონავირუსის 895 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
ვებგვერდის ინფორმაციითვე, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 741-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2891 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 256.