საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 83 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 14 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 83 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4505 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.