საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 139 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.
ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ექვსი პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.