საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 132 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.
ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ხუთი პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4949, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 პირი.