საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 257 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 67 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 257 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 67 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 257 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4872 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453.