საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 242 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 57 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 242 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 242 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 57 მოქალაქე.
ამასთან, უცხოეთიდან საქართველოს სამკურნალოდ გადმოყვანილია სამი პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4856 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.