საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 728 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 509 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 728 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 509 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 728 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 14 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 509-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3259 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.