საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 207 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 207 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ შვიდი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში რვა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5066 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528.