საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 168 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 168 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 14 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 168 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5085 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.