საქართველოში ამ დროისთვის ​კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 20 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის ​კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 20 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი კიდევ სამით გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი.