საქართველოში 220 გასაშვილებელი ბავშვია, შვილად აყვანის მსურველად კი 3 ათასამდე პირია რეგისტრირებული
საქართველოში 220 გასაშვილებელი ბავშვია, შვილად აყვანის მსურველად კი 3 ათასამდე პირია რეგისტრირებული

საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 220 ბავშვია, მათ შორის 153 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, 35-ს კი გაშვილება არ სურს (საუბარია 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებზე, რომელთა გაშვილება აკრძალულია მათი თანხმობის გარეშე). ამის შესახებ პირველ არხს სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მშვილებელთა რეესტრში 2813 მშვილებელია დარეგისტრირებული – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

რაც შეეხება გაშვილებულთა სტატისტიკას, 2018 წელს ქვეყანაში გაშვილდა 85 ბავშვი, მათ შორის 8 განსხვავებული საჭიროების მქონეა. მათგან საერთაშორისო შვილად აყვანას დაექვემდებარა 5 შშმ ბავშვი.

დატოვე კომენტარი