გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 17-18 მარტს მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი.
ამასთან, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.