საქართველოში 17-18 მარტს ამინდი გაუარესდება

13:49, 15.03.2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 17-18 მარტს მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი.

ამასთან, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

მსგავსი