საქართველოში 15 ივლისამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15-17 ივლისს კი დროგამოშვებით იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
მათივე ცნობით, 15-17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, დასავლეთ საქართველოში 16-17 ივლისს ტემპერატურა სამი-ოთხი გრადუსით დაიკლებს.
„თბილისში 13-14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.