საქართველოში კორონავირუსის დადასტურებელ შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა, მათ შორის 23 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.