საქართველოში კორონავირუსის დადასტურებელ შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, მათ შორის 23 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 117 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.