საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. პირველ რეისს ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ავიაკომპანია Wizzair მიმდინარე წლის 3 ივლისს შეასრულებს.
ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ბილეთის ფასი 74.99 ლარიდან იწყება (ფასდაკლების ბარათით 43 ლარიდან) და მათი შეძენა უკვე შესაძლებელია.
რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანა და მე-20 მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizzair ფრენებს ასრულებს.