საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

12:35, 05.04.2018

საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. პირველ რეისს ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ავიაკომპანია Wizzair მიმდინარე წლის 3 ივლისს შეასრულებს.

ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ბილეთის ფასი 74.99 ლარიდან იწყება (ფასდაკლების ბარათით 43 ლარიდან) და მათი შეძენა უკვე შესაძლებელია.

რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანა და მე-20 მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizzair ფრენებს ასრულებს.

მსგავსი