საქართველოსა და ისრაელის მთავრობების წარმომადგენლებს შორის ტურიზმის საკითხებზე ონლაინშეხვედრა გაიმართა
საქართველოსა და ისრაელის მთავრობების წარმომადგენლებს შორის ტურიზმის საკითხებზე ონლაინშეხვედრა გაიმართა.
ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საუბარი შეეხო „უსაფრთხო ტურისტული დერეფნის“ ჩამოყალიბების საკითხებს.
„21 მაისს გაიმართა ონლაინშეხვედრა საქართველოსა და ისრაელის მთავრობების წარმომადგენლებს შორის. გაიცვალა მოსაზრებები საქართველოსა და ისრაელს შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენისა და ე.წ. უსაფრთხო ტურისტული დერეფნის ჩამოყალიბების საკითხებზე. შეთანხმდა, რომ მხარეები გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას შესაძლო მოკლე ვადებში პირველი ვიზიტორების უსაფრთხო მასპინძლობის თაობაზე. ისრაელი, სავარაუდოდ, იქნება პირველი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც უმასპინძლებს საქართველო“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.