სავიზო რეჟიმი საქართველოსა და გრენადას შორისაც გაუქმდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკვე გამოსცა განკარგულება ამ მიზნით მთავრობებს შორის მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე.
უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე შეთანხმება ცოტა ხნის წინ საქართველოსა და პარაგვაის შორის გაფორმდა. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შესაძლოა, ჰონდურასმა გააუქმოს.
ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმი 113 ქვეყანასთან მოქმედებს.
გრენადა კუნძულოვანი სახელმწიფოა კარიბის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 112 000-ს შეადგენს.