ირლანდიის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
ირლანდიის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

ირლანდიამ დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ირლანდიური მხარის შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

ამის შესახებ ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიჰო მარტინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრის დროს აღინიშნა.

მხარეები მიესალმნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების სამუშაოებს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს.

ირლანდიური მხარის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკურ იმპლემენტაციის პროცესი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.