საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებისგან ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცა
„კოვიდ 19“-ის რისკის შემცირებისა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა, მათ შორის საველე ჰოსპიტალისთვის განკუთვნილი ორი კარავი და მოხალისეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამცავი აღჭურვილობა.
აღჭურვილობა სრულად გადაეცემა საქართველოს წითელი ჯვრის 10 000-მდე მოხალისეს, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ამარაგებენ პირველადი მოხმარების ნივთებით 70 წელს გადაცილებულ პირებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდებათ.
ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემას საქართველოში თურქეთის ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი დაესწრო.