„საქართველოს ვარსკვლავი“ ფეისბუქის ლიდერი პროექტია - 2 500 000 ნახვა სოციალურ ქსელში
პირველი არხის მეგაპროექტმა „საქართველოს ვარსკვლავმა“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მუსიკალურ პროექტებს შორის ნახვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და 2 500 000-ს გადააჭარბა.
მსგავსი პროექტების არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგი დაფიქსირდა, კონკრეტულად კი, ბოლო 7 დღის განმავლობაში ვიდეოების ნახვების რიცხვი 2,544,337-ს გაუტოლდა.
ვიდეოების ნახვის ყველაზე მასშტაბური შედეგი 5 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც უნიკალური მომხმარებლების რიცხვი 900 000 გაუტოლდა.
31 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით, ფეისბუქგვერდ „საქართველოს ვარსკვლავის“ მომხმარებელთა რიცხვი 305%-ით გაიზარდა, ამავე პერიოდის განმავლობაში გვერდის ვიზიტორთა რაოდენობამ 47,897-ს მიაღწია.
TOP 3 ვიდეო
„საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგის მონაწილის, ნათია ნანობაშვილის ვიდეოს 376 000-ზე მეტი ნახვა აქვს.
მარიამ ჟორდანიასა და „ტეკილას“ შემსრულებლის ვიდეოების ჯამური ნახვა 800 000-ს აჭარბებს. სამივე ვიდეოს ნახვების რაოდენობა კი მილიონზე მეტია.