„საქართველოს ვარსკვლავი“ ფეისბუქის ლიდერი პროექტია - 2 500 000 ნახვა სოციალურ ქსელში
„საქართველოს ვარსკვლავი“ ფეისბუქის ლიდერი პროექტია - 2 500 000 ნახვა სოციალურ ქსელში

პირველი არხის მეგაპროექტმა „საქართველოს ვარსკვლავმა“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მუსიკალურ პროექტებს შორის ნახვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და 2 500 000-ს გადააჭარბა.

​მსგავსი პროექტების არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგი დაფიქსირდა, კონკრეტულად კი, ბოლო 7 დღის განმავლობაში ვიდეოების ნახვების რიცხვი 2,544,337-ს გაუტოლდა.

​ვიდეოების ნახვის ყველაზე მასშტაბური შედეგი 5 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც უნიკალური მომხმარებლების რიცხვი 900 000 გაუტოლდა.

31 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით, ფეისბუქგვერდ „საქართველოს ვარსკვლავის“ მომხმარებელთა რიცხვი 305%-ით გაიზარდა, ამავე პერიოდის განმავლობაში გვერდის ვიზიტორთა რაოდენობამ 47,897-ს მიაღწია.

TOP 3 ვიდეო

„საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგის მონაწილის, ნათია ნანობაშვილის ვიდეოს 376 000-ზე მეტი ნახვა აქვს.

მარიამ ჟორდანიასა და „ტეკილას“ შემსრულებლის ვიდეოების ჯამური ნახვა 800 000-ს აჭარბებს. სამივე ვიდეოს ნახვების რაოდენობა კი მილიონზე მეტია.