დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 სექტემბერს გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30, +35, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +26, +31 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.