საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

13:56, 10.09.2018

დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 სექტემბერს გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30, +35, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +26, +31 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მსგავსი