საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან პრესტურს მასპინძლობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს პრესტურს ისრაელიდან.
მეცხრე არხის გადაცემა „საკუთარი აზრის“ წარმომადგენლები გადაიღებენ და დაამზადებენ გადაცემათა ციკლს საქართველოზე.
გადაცემათა ციკლის შედეგად საქართველო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
საქართველოში ვიზიტის დროს ტურის მონაწილეები ეწვევიან თბილისს, ბორჯომს, გუდაურს, გორს, კახეთის რეგიონს, ქუთაისსა და ბათუმს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.