საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში დეპუტატი კარლო კოპალიანი იყრის კენჭს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნები მიმდინარეობს.
კანცლერის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია კარლო კოპალიანი.
კანცლერის თანამდებობაზე თავდაპირველად სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ორმა მათგანმა, უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ბექა მაისურაძემ და სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მალხაზ ლომთაძემ კანდიდატურები მოხსნეს.
ხმის მიცემა 17:00 საათისთვის დასრულდება.