კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ელექტრონული სწავლების პლატფორმა შექმნა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ელექტრონული სწავლების პლატფორმა შექმნა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის ელექტრონული სწავლების პლატფორმა შექმნა. ელექტრონული პლატფორმის მისამართია: elearning.gtu.ge

პლატფორმა მეოთხე დღეა, ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს სილაბუსებით გათვალისწინებულ მასალებს ელექტრონული ფორმით აწვდის. უნივერსიტეტი სტუდენტებს პირველი აპრილიდან ონლაინ სწავლების ახალ კომპონენტს – ვიდეოლექციებსაც შესთავაზებს.

აღნიშნული კომპონენტის ტექნიკურ მხარეებს სატესტო რეჟიმში გაეცნო უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთდროულად შესაძლებელი იქნება, 50 ვიდეოკონფერენციის ჩატარება, თითო ლექციაზე ვიდეოთვალით ჩართვა კი 100-ზე მეტ სტუდენტს შეეძლება.

სულ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 23 000 სტუდენტი სწავლობს. ამ ეტაპზე მათი აქტიურობა 55 პროცენტია.

დატოვე კომენტარი