„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ - ჩვენი საქმიანობა არასდროს ყოფილა დამალული
„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფონდის საქმიანობა არასდროს ყოფილა დამალული.
„თანაინვესტირების ფონდში“ მიაჩნიათ, რომ სიუჟეტის მზადების პროცესში მიზანმიმართულად არ გადამოწმდა ფაქტები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, შეგნებულდ დამახინჯდა ინფორმაცია საინვესტიციო პტოექტებზე.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ 17 აპრილს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, თითქოს ჟურნალისტების გარკვეულმა ჯგუფმა მიაკვლია ბიძინა ივანიშვილის გადამალულ ქონებას საქართველოში. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (GCF) საქმიანობა არასდროს ყოფილა დამალული. უფრო მეტიც, სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმაზე (ოფიციალურ ვებგვერდზე და სოც. ქსელებში) ფონდი ეტაპოვრივად აახლებს ინფორმაციას თითოეული პროექტის განვითარების ეტაპზე, დასრულების ვადებზე, ინვესტიციის ჯამურ მოცულობებზე და ა.შ. უხერხულია, თუ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტთა ჯგუფი ამ ინფორმაციას ვერ ან არ ნახულობს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მორიგი ტყუილი გაავრცელონ საზოგადოებაში.
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის (GTDF) მესაკუთრის ცვლილების შესახებ, საზოგადოებამ ინფორმაცია 2021 წლის 11 იანვარს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილობითი მიმართვით შეიტყო. პანამაში რეგისტრირებული კომპანიის ნაცვლად GTDF-ის მფლობელი გახდა ქართუ ფონდი. აღნიშნული ცვლილება არ ასახულა ტურიზმის განვითარების ფონდის მმართველ სტრუქტურაზე, თუმცა აღინიშნა რომ GTDF-ის 10-მდე პროექტიდან მიღებული საოპერაციო შემოსავალი ან აღნიშნული პროექტების გასხვისებიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი მოხმარდებოდა საქველმოქმედო საქმიანობას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (GCF) ინვესტორთა სტრუქტურის ცვლილების საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. შესაბამისად, ჩვენთვის ასევე გაურკვეველია ჟურნალისტთა გუნდის გაოცება იმ საკითზე, რომ ფონდის მთავარი ინვესტორი კვლავ ბიძინა ივანიშვილია.
ბრალდება, კი იმის შესახებ, რომ თითქოს გარდაბანში არსებული პროექტის ფარგლებში, ფონდმა ადგილობრივებს მათი კუთვნილი ტერიტორიები წაართვა არის სიცრუე. აღნიშნული მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოიცავდა 35ჰა ტერიტორიას იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, თუმცა მოსახლეობა მათ იყენებდა საქონლის საძოვრებად. შესაბამისად, სწორედ იმ მიზნით, რომ მოსახლეობისთვის ზარალი არ დამდგარიყო, შეიქმნა კოოპერატივი, რომელსაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კეთილი ნების საფუძველზე ჩაერიცხა 44ჰა ტერიტორიის საბაზრო ღირებულება, რის შედეგადაც მათ შეიძინეს მიწის ნაკვეთები.
ზემოთხსენებული 35ჰა ტერიტორიის მიწა პროექტის მიერ იქნა შესყიდული საბაზრო ღირებულებით და შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებით. რაც შეეხება ექსპორტს, ქართული აგრო სახლის მიერ გაყიდული პროდუქციის მხოლოდ 11% გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში და ამ ინფორმაციის გადამოწმებაც მარტივად იყო შესაძლებელი.
ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით გვაქვს მყარი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ტელეკომპანიამ, სიუჟეტის მზადების პროცესში მიზანმიმართულად არ გადაამოწმა ფაქტები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, შეგნებულდ დაამახინჯა ინფორმაცია საინვესტიციო პტოექტებზე, რათა საკუთარი ეთერის საშუალებით გაევრეცელბინა დეზინფორმაცია და საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში“, – აცხადებენ „საქართველოს თანაინვესტირების ფონდში“.
გვსურს, გამოვეხმაუროთ 17 აპრილს ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, თითქოს ჟურნალისტების გარკვეულმა ჯგუფმა…
Posted by Georgian Co-Investment Fund • საქართველოს თანაინვესტირების ფონდი on Sunday, April 18, 2021