საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნული ანგარიშების ახალი ინტერაქციული პორტალის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნული ანგარიშების ახალი ინტერაქციული პორტალის პრეზენტაცია გამართა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ეროვნული ანგარიშების პორტალი ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა.
პორტალი სამი ნაწილისგან შედგება-მთლიანი შიდა პროდუქტი,ეროვნული ანგარიშები და რეგიონული ანალიზი. მისი თქმით, პორტალში სპეციალური სექციაა,სადაც გრაფიკულად წარმოდგენილია მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოების, დანახარჯებისა და შემოსავლების მეთოდების მიხედვით.
ეროვნული ანგარიშების ნაწილი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გრაფიკულად იხილოს ეროვნული ანგარიშების სრული მიმდევრობა, როგორც ცალკეული წლისთვის, ისე დინამიკაში წლების მიხედვით.