საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილმა ჯარისკაცებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მარათონში მიიღეს მონაწილეობა
აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში საქართველოს შეიარაღებული ძალების ექვსმა დაჭრილმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველი მონაწილეებიდან პირველმა ალექსანდრე შამუგიამ გადაკვეთა მარათონის ფინიში, რომელიც ითვალისწინებდა 42 კმ. დისტანციის დაფარვას არლინგტონის ომის მემორიალის ტერიტორიაზე.
ღონისძიება მხარდაჭერილია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის (Allied Forces Foundation) მიერ.
სამხედროები ასევე ეწვივნენ აშშ-ში საქართველოს საელჩოს და შეხვდნენ ელჩ დავით ბაქრაძეს.