ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, დრეზდენში MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.
ფორუმის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ. გაიმართა 30-ზე მეტი შეხვედრა საერთაშორისო კომპანიების, ბიზნესტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმის მსვლელობისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია გააცნეს პოტენციურ პარტნიორებს: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების სამეფოს, აშშ-ის, სკანდინავიის ქვეყნებისა და სხვა მიზნობრივი ქვეყნების წარმომადგენლებს.