საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონტენეგრო-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონტენეგრო-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გორდან სტოიოვიჩსა და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციასა და საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთმხარდაჭერაზე. ასევე წლის ბოლოს დაიგეგმა მონტენეგროს დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც თემატურ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები შეთანხმდება.
მხარეებმა ისაუბრეს ორივე ქვეყანაში საელჩოების გახსნის მიმართულებით მუშაობის გააქტიურების შესახებ. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში არიან: მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.