საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ბულგარეთში, დედაქალაქ სოფიაში ვიზიტი დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, პირველ მოადგილესთან, ლევან ქარუმიძესთან ერთად, შეხვედრებს მართავს ბულგარეთის პარლამენტში.
ამ წუთებში საგარეო საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს შეხვედრა. დღესვე საქართველოს საპარლამენტო დელაგაციას უმასპინძლებენ ევროპულ საკითხთა, შენგენისა და ევროზონის, ასევე თავდაცვის კომიტეტებში.
პარლამენტში ვიზიტამდე მაკა ბოჭორიშვილი დღეს ევროკავშირის საკითხებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ეკატერინა დიმიტრუშევას შეხვდა. ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ელენა შეკერლეტოვასთან.
ამასთან, ქართველი დეპუტატები ევროზონისა და შენგენის კომიტეტის სხდომაშიც მიიღებენ მონაწილეობას.