სანკტ-პეტერბურგში 2017 წლის ბოლო “მასტერსი” დაიწყო.
პირველ დღეს, ორი ქართველი ძიუდოისტი ჩაება ბრძოლაში და ორივეს აქვს მედლის მოპოვების შანსი.
დილის სესიაში ოლიმპიური ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) სამ მოწინააღმდეგეს მოუგო, თანაც, სამივეს ვადაზე ადრე – ბელგიელ დირკ ვან ტიხელტს, მონღოლ ოდბაიარ განბაატარსა და უზბეკ გიოსჯონ ბობოევს. ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იქნება.
66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა სამიდან ორ ბრძოლაში მოიგო: რუს ანზაურ არდანოვსა და მოლდოველ დენის ვიერუსს სძლია, მაგრამ ნახევარფინალში ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან 11 წამში იპონით წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის რუს მიხაილ პულიაევს შეხვდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.