საქართველოს სახელით მოასპარეზე ესპანელმა ხესუს გომარმა საერთაშორისო შეჯიბრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს წაარმომადგენელმა ხესუს გომარმა ტრიატლონის (ცურვა, ველოსპორტი, სირბილი) საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.
ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ესპანელმა (რომელსაც მწვრთნელიც ესპანელი ჰყავს – რობერტო სეხუელა) მოროკოს ქალაქ აგადირში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ცუდი სტარტის გამო გომარი ცურვის შემდეგ მხოლოდ მე-14 ადგილს იკავებდა. ამის მიუხედავად, ველორბოლის ეტაპისას სხვაობა 10 წამით შეამცირა. ხოლო გადამწყვეტ სარბენ მონაკვეთზე გომარმა შეძლო ჩამოშორებინა ძირითადი ჯგუფი და მე-2 ადგილი დაიკავა.
ეს არის ამ სახეობის სპორტის ისტორიაში პირველი ქართული მედალი. ამას გარდა, ხესუს გომარს ბოლო დროს ნაჩვენები შედეგები საშუალებას აძლევს, ტრიატლონის საერთაშორისო კავშირის რეიტინგი გაიზარდოს.