საქართველოს სახელით მოასპარეზე ესპანელმა ხესუს გომარმა საერთაშორისო შეჯიბრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

02:00, 18.11.2017

საქართველოს წაარმომადგენელმა ხესუს გომარმა ტრიატლონის (ცურვა, ველოსპორტი, სირბილი) საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.

ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ესპანელმა (რომელსაც მწვრთნელიც ესპანელი ჰყავს – რობერტო სეხუელა) მოროკოს ქალაქ აგადირში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ცუდი სტარტის გამო გომარი ცურვის შემდეგ მხოლოდ მე-14 ადგილს იკავებდა. ამის მიუხედავად, ველორბოლის ეტაპისას სხვაობა 10 წამით შეამცირა. ხოლო გადამწყვეტ სარბენ მონაკვეთზე გომარმა შეძლო ჩამოშორებინა ძირითადი ჯგუფი და მე-2 ადგილი დაიკავა.

ეს არის ამ სახეობის სპორტის ისტორიაში პირველი ქართული მედალი. ამას გარდა, ხესუს გომარს ბოლო დროს ნაჩვენები შედეგები საშუალებას აძლევს, ტრიატლონის საერთაშორისო კავშირის რეიტინგი გაიზარდოს.

მსგავსი