საგარეო უწყება - თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ მიუღიათ.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.