საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის მთავრობას ხანძრის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის მთავრობას ხანძრის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების გამო უსამძიმრებს.

სამძიმრის წერილს საგარეო უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„ჩვენი ღრმა სამძიმარი თურქეთის ხალხსა და მთავრობას თურქეთის სამხრეთ ნაწილში გამანადგურებელი ხანძრის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ჩვენ ფიქრითა და ლოცვით თქვენთან ვართ ამ მწუხარების დროს“, – წერია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიმდებარე რაიონებში ტყის ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა, ემბრძვიან. დაღუპულია ოთხი ადამიანი.