საქართველოს საგარეო უწყება ბრიტანეთის მიერ საზღვრების კონტროლის გაძლიერებისა და აეროპორტში ტრანზიტული გავლისას ვიზის ვალდებულების შემოღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საგარეო უწყება ბრიტანეთის მიერ საზღვრების კონტროლის გაძლიერებისა და აეროპორტში ტრანზიტული გავლისას ვიზის ვალდებულების შემოღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყება ბრიტანეთის მიერ საზღვრების კონტროლის გაძლიერებისა და აეროპორტში ტრანზიტული გავლისას ვიზის ვალდებულების შემოღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის, ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არის: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა.