საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ანდრიუს კალინდრასთან შეხვედრა დასრულდა
წელს ლიეტუვა და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, ასე რომ, ყოველ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვსაუბრობთ, როგორ გავაღრმაოთ ეს პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, „განიხილეთ თუ არა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის საქართველოში ვიზიტი და ლიეტუვაში საქართველოს ელჩის დაბარების საკითხი“, კალინდრამ უპასუხა: „დიახ და არა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ანდრიუს კალინდრა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორს, გია ზურაბაშვილს შეხვდა.